პოდოლიაკი: რუსული სამყარო, როგორც ექსპანსია - მკვდარია, ის სძულთ

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა 12 ნოემბერს Twitter-ზე განაცხადა, რომ "რუსული სამყარო" უკვე სძულს.

"რუსული სამყარო", როგორც ბარბაროსული კულტურის, ხოცვა-ჟლეტის, სიძულვილისა და ტყუილის ექსპანსია მკვდარია. ის სძულთ", - წერს პოდოლიაკი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა შეადარა როგორ შეხვდნენ უკრაინელები რუს ოკუპანტებს საპროტესტო აქციებით თებერვალში და როგორ ხვდებიან ისინი ახლა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ხერსონში.

"სიტყვები ზედმეტია. ყველაფერი ცხადია", -  აღნიშნა პოდოლიაკმა.

მსგავსი სიახლეები