პოდოლიაკი: უკრაინის მოსახლეობის 99% სრულიად ანტირუსული გახდა
უკრაინაში რუსეთის ჯარების ფართომასშტაბიანმა შეჭრამ რადიკალურად შეცვალა უკრაინელების დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა Meduza-ს 17 მარტს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განუცხადა.
"რუსეთის არმიის შეჭრამ 21 დღეში მთელი უკრაინა სრულიად ანტირუსულად აქცია. ადრე მოსახლეობის 30-40% საკმაოდ ნეიტრალურად და გარკვეულწილად პოზიტიურად იყო რუსეთის ფედერაციის მიმართ განწყობილი, ისინი მზად იყვნენ ერთგვარი დიალოგისთვის. "სპეციალური ოპერაციის" გამო, რომელიც ძალიან "ნიჭიერმა" სამხედრო ლიდერებმა და ანალიტიკოსებმა გამოიგონეს, უკრაინის მოსახლეობის 99% სრულიად ანტირუსული გახდა", - თქვა მან.
ანდრი ერმაკის მრჩეველი მიიჩნევს, რომ ოკუპანტების მიმართ უკრაინელების ასეთი დამოკიდებულების ფონზე, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებზე "ჰუმანიტარული პრობლემების, ენების პრობლემის და ა.შ. განხილვა ძალიან რთული იქნება".
"ეს ზოგადად ძალიან უცნაურად გამოიყურება. რუსეთის ფედერაცია შემოიჭრა. უფრო მეტიც, პარადოქსია: დაიბომბა არა დასავლეთ უკრაინა, არამედ მთავარი დამანგრეველი დარტყმა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებმა მიიღეს, სადაც 24 თებერვლამდე მეტ-ნაკლებად პრორუსული განწყობები ნამდვილად არსებობდა. მასიური დარტყმები განხორციელდა საცხოვრებელ უბნებზე, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. აბსურდი გესმით? 'ახლა დაბომბვით შეგაყვარებთ რუსული ენას'. ეს უბრალოდ სასაცილოდ გამოიყურება", - თქვა პოდოლიაკმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში არ არიან ნაცისტები, რომელთა არსებობითაც რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში ინტერვენციას ამართლებს.