პოდოლიაკი: ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ვადაზე ადრე
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის "რეალური მიზნები" დაასახელა. მისი თქმით, კრემლის მიზნები ის არ არის, რასაც რუსეთის ფედერაცია აცხადებს, არამედ ის, რასაც პოდოლიაკის აზრით, რუსეთი მიაღწევს. ამის შესახებ მან 10 სექტემბერს Twitter-ზე განაცხადა.
პოდოლიაკმა დაწერა "რუსული სპეციალური საომარი ოპერაციის რეალური მიზნები, რომლებიც არ იყო ნახსენები რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოზე":
- ტერორისტული "ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების" ლიკვიდაცია.
- ყირიმის დაბრუნება უკრაინაში.
- ნატოს გაფართოება.
- ევროპაში გაზის მონოპოლიის დასრულება.
- რუსეთის ეკონომიკის განადგურება.
- იზოლაცია და რკინის ფარდა.
"ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ვადაზე ადრე", - შეაჯამა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა.