პოდოლიაკმა დაასახელა შეიარაღება, რომელიც უკრაინას ომის მოსაგებად სჭირდება

AFP-სთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ კიევისთვის იარაღის მიწოდება, რაც ზამთარში ძალიან მნიშვნელოვანია.

იმავე დღეს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კიევში ისაუბრა უკრაინის თავდაცვის ახალ პაკეტზე, რომელიც, სხვა შეიარაღებასთან ერთად, მოიცავს 125 ერთეულ საზენიტო იარაღს.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინას "სჭირდება 150-დან 200-მდე ტანკი, დაახლოებით 300 ჯავშანმანქანა, ასი საარტილერიო სისტემა, 50-70 სარაკეტო სისტემა, მათ შორის HIMARS, ასევე 10-15 საჰაერო თავდაცვის სისტემა ცის ჩასაკეტად".

მისი თქმით, ამასთა ერთად, უკრაინას სჭირდება შორ მანძილზე მოქმედი ATACMS რაკეტები (300 კმ).

პოდოლიაკის თქმით, ამერიკული რაკეტები "დააჩქარებს ომის დასრულებას" - ისინი საშუალებას მისცემს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, "გაანადგურონ დიდი რუსული სამხედრო საცავები" ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში.

მან აღნიშნა, რომ უკრაინას "არ სჭირდება" რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა.

მსგავსი სიახლეები