პოლონეთი და სლოვენია რუსული გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდაინ

პოლონური ნავთობისა და გაზის კომპანია PGNiG (Polskie Górnictwo Naftowe i Gazownictwo) აცხადებს, რომ ისინი ვერ ხედავენ ბუნებრივი აირის საფასურის მხოლოდ რუსული რუბლით გადახდის შესაძლებლობას, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 მარტს მოითხოვა.

ამის შესახებ 24 მარტს პრესკონფერენციაზე PGNiG-ის გამგეობის ხელმძღვანელმა პაველ მაიევსკიმ განაცხადა.

"ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს. იამალის კონტრაქტი, რომლის დეტალებს ვერ ვამხელ, ითვალისწინებს ფასის დარეგულირების გზას", - განაცხადა მან.

ამავდროულად, მაიევსკის თქმით, გაზპრომთან შეთანხმება არ ითვალისწინებს იმ ვალუტის შეცვლას, რომლითაც გადახდა ხდება.

სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანშამ 24 მარტს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ განაცხადა, რომ ევროპა რუსეთს გაზის საფასურს რუბლებში არ გადაუხდის.

მისი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ევროპაში ვინმემ იცოდეს როგორ გამოიყურება რუბლი".

პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციაში "არამეგობრულად" მიჩნეულმა ქვეყნებმა კრემლს გაზის საფასური მხოლოდ რუსული რუბლით უნდა გადაუხადონ.

 

მსგავსი სიახლეები