პრიგოჟინი: დონბასის დასაკავებლად 2 წელი მაინც დაგვჭირდება
ჩვკ ვაგნერის დამფუძნებლის თქმით, რუსეთის არმიას მხოლოდ დონბასის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიის დასაკებლად მინიმუმ 2 წელი მაინც დაჭირდება.
ამის შესახებ ევგენი პრიგოჟინმა ერთ-ერთ Z ბლოგერთან სიმიონ პეგოვთან ინტერვიუში განაცხადა.
Z ბლოგერის კითხვაზე თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ომი პრიგოჟინმა უპასუხა - "გააჩნია რაზე ვსაუბრობთ, თუ დნიპრომდე უნდა ავიდეთ, ნუ მაშინ დაახლოებით 3 წელი, თუ ჩვენ უნდა დავხუროთ დონეცკი და ლუჰანსკი მაშინ 1.5-2 წელი მაინც და თუ ჩვენ ლა-მანშთან უნდა ავიდეთ, მე მაქვს ჩემი იდეალური გეგმა."
კონტექსტი
არაერთი სამხედრო ექსპერტის აზრით, რუსეთის მიერ დაანონსებული იერიში დონბასში უკვე დაიწყო - თუმცა მისი მასშტაბები მოსალოდნელზე გაცილებით უფრო მცირეა.
აშშ-ს საზღვაო ანალიზის ცენტრის რუსეთის პროგრამის დირექტორის, მაიკლ კოფმანის თქმით, რუსეთს არ აქვს რესურსი უკრაინის დიდ ქალაქებს შეუტიოს, მათ შორის კიევსაც. სამხედრო ექსპერტის აზრით, რუსეთის იერიში ძირითადად დონბასით იქნება შემოსაზღვრული, თუმცა ფრონტის მხოლოდ ამ მონაკვეთზეც სრული კონტროლის დამყარება რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება.