პრიგოჟინი: საზღვარი გამოვიარეთ, როსტოვში შევდივართ, ყველაფერს გავანადგურებთ
თითქმის 4 საათიანი პაუზის შემდეგ ევგენი პრიგოჟინი მორიგ განცხადებას აქვეყნებს.
"მიმდინარე ვითარება - დღეს ჩვენზე განხორციელდა სარაკეტო დარტყმა, ამის შემდეგ იმუშავეს ვერტმფრენებმა, შემდეგ არტილერიამ, ბრძანებები ვაგნერის განადგურების შესახებ მოდიოდა გენერალური შტაბის ხელმძღვანელისგან. ეს გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრთან თათბირის შემდეგ მიიღეს, მათ გადაწყვიტეს დაუმორჩილებელი დანაყოფების განადგურება. დანაყოფების, რომლებიც მზად არიან დაიცვან სამშობლო, მაგრამ არა მათი ტრაკები.
ამ მომენტისთვის ჩვენ უკვე ყველა მონაკვეთზე გადმოვკვეთეთ სახელმწიფო საზღვარი. მესაზღვრეები ჩვენ გვეგებებოდნენ და ეხუტებოდნენ ჩვენს მეომრებს. ახლა ჩვენ როსტოვში შევდივართ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები, უფრო სწორად წვევამდელები, რომლებიც ჩვენთვის გზის გადასაკეტად გადმოისროლეს გვერდზე გადგნენ.
ჩვენ არ ვეომებით ბავშვებს, ბავშვებს კლავს შოიგუ, რომელიც გაუწვრთნელ ჯარისკაცებს და მათ შორის წვევამდელებს ომში საზარბაზნე ხორცად იყენებს. შოიგუმ ჩვენ წინააღმდეგ 18 წლის ბიჭები გამოიყვანა, რომლებიც ჩვენი შვილებად და შვილიშვილებად გვერგვება. ამიტომაც ეს ბავშვები დაუბრუნდებიან თავიანთ დედებს და იცოცხლებენ. ჩვენ მხოლოდ პროფესიონალებს ვეომებით, მაგრამ თუ კი ვინმე ჩვენს გზაზე აღმოჩნდება, ყველაფერს გავანადგურებთ. ჩვენ ხელს ვუწვდით ყველას, არ არის საჭირო დაფურთხება ამ ხელზე. ჩვენ ვაგრძელებთ გზას, ჩვენ ბოლომდე წავალთ," - განაცხადა ევგენი პრიგოჟინმა.