პრიგოჟინი: ЗСУ არ ტოვებს ბახმუტს, ისინი ბოლომდე იბრძვიან

ჩვკ ვაგნერის პატრონის, ევგენი პრიგოჟინის თქმით, გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტიდან უკან იხევენ სიმართლეს არ შეესაბამება. 

"ბახმუტში მიდის სასტიკი ბრძოლები, ყოველი ქუჩისთვის, ყოველი სახლისთვის, ЗСУ უკან არ იხევს, ისინი ბოლომდე იბრძვიან',- წერს პრიგოჟინი. 

კონტექსტი 

ბოლო საათებზე რუსეთის ფაშისტურ Z ტელეგრამ არხებზე აქტიურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის ჩრდილოეთ ნაწილი დატოვეს. მსგავსი გადაადგილების შესახებ იუწყებოდა ზოგი უკრაინელი სამხედრო ბლოგერიც, თუმცა ისინი ინფორმაციას ვერ ადასტურებდნენ.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის დღევანდელ მიმოხილვაში ნათქვამი იყო, რომ ბახმუტის გარნიზონის მომარაგება უკრაინის არმიისთვის სულ უფრო რთული და პრობლემური ხდება. 

3 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "არავინ აპირებს ბახმუტის ჩაბარებას და უკრაინის არმია იქამდე იბრძოლებს, სანამ ამის შესაძლებლობა ექნება."

მსგავსი სიახლეები