პრაისი: პუტინი ხვდება, რომ უკრაინაში მარცხდება

რუსეთის ომი არ არის მხოლოდ თავდასხმა უკრაინაზე, არამედ გაეროს წესდების პრინციპების უხეში შეურაცხყოფაა - სუვერენიტეტის, სახელმწიფოების დამოუკიდებლობის, ეროვნული საზღვრების ხელშეუხებლობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების უხეში დარღვევა. ამის შესახებ 26 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა

პრაისმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვული იარაღით მუქარამ, ცრუ რეფერენდუმებმა, ნაწილობრივმა მობილიზაციამ გაააქტიურა რუსეთის მოსახლეობა, მაგრამ "რა თქმა უნდა არა ისე, როგორც პუტინს სურდა".

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, პუტინის ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ "მას ესმის, რომ მარცხდება" უკრაინაში და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დააშინოს ისინი, ვინც მას ეწინააღმდეგება.

პრაისმა თქვა, რომ შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან ერთად არ აპირებს შეშინებას და ე.წ რეფერენდუმი, რომელსაც რუსეთი ატარებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში, აბსოლუტური ბუტაფორიაა.

პრაისის თქმით, შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის ფედერაციის მიერ მიტაცებულ უკრაინის ტერიტორიებს რუსულად, რადგან მას უკრაინის ნაწილად თვლიან.

მსგავსი სიახლეები