პუტინი კიმ ჩენ ინს 13 სექტემბერს შეხვდება, კრემლი მისგან იარაღს ელოდება - Bloomberg

ვლადიმირ პუტინი კიმ ჩენ ინს 13 სექტემბერს რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში შეხვდება, მაღალი ალბათობით საუბარი ჩრდილოეთ კორეული წარმოების საარტილერიო ჭურვებს და შეიარაღებას შეეხება, რის შეძენასაც რუსეთი დიდი ხანია ცდილობს. 

ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს. 

ეს ბოლო 4 წლის განმავლობაში კიმ ჩენ ინის პირველი საგარეო ვიზიტი იქნება. სამხრეთ კორეული გამოცემა Yonhap-ის ცნობით, ჩრდილო კორეელი დიქტატორის მატარებელი უკვე მიემართება რუსეთისკენ. 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მოსალოდნელი შეხვედრის მთავარი თემა რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდება იქნება. ჩრდილოეთ კორეას აქვს საარტილერიო ჭურვებისა და უმართავი რაკეტების მნიშვნელოვანი მარაგი, რომელთა გამოყენებაც საბჭოთა წარმოების შეიარაღებიდანაც შეიძლება. 

სამხედრო ექსპერტების ცნობით, ჩრდილო კორეული ჭურვები არ იქნება საკმარისი საომარ მოქმედებებში გარდატეხის შესატანად, თუმცა კრემლს უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის გაჭიანურების საშუალებას მისცემს და დროს მოაგებინებს. 

 

მსგავსი სიახლეები