პუტინი მინსკის შეთანხმებებზე: მოგწონს თუ არა, უნდა მოითმინო, ჩემო ლამაზო
ემანუელ მაკრონთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა მინსკის შეთანხმებებზეც ისაუბრა.
პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა უარს ამბობს მინსკის 2015 წლის შეთანხმების შესრულებაზე და კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს, ამ მიმართულებით უკრაინაზე წნეხი გააძლიერონ.
რუსეთის პრეზიდენტი შექმნილ ვითარებას ხალხური ანდაზით გამოეხმაურა, რომლის შინაარსიც დაახლოებით შემდეგნაირად ჟღერს: "მოგწონს თუ არა, უნდა მოითმინო, ჩემო ლამაზო, და ხელშეკრულება შეასრულო."
გარდა ამისა ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნატომ და აშშ-მ უპასუხოდ დატოვეს რუსეთის ძირითადი წუხილები უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.
ამასთანავე, ვლადიმირ პუტინის თქმით, ნატოს ღია კარის პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ აშშ-ს სჭირდება, რომელიც საკუთარ უსაფრთხოებას სხვა სახელმწიფოების ხარჯზე ზრდის.