პუტინი ნატოს გაფართოებაზე: ფინეთი და შვედეთი პირდაპირ საფრთხეს არ გვიქმნის

ვლადიმირ პუტინი მოსკოვში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) საიუბილეო სამიტს მასპინძლობს.

სამიტში მონაწილეობენ რუსეთის, ყაზახეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის ლიდერები. სხვა საკითხებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესზეც ისაუბრა. 

მისი თქმით, რუსეთს არ აქვს ტერიტორიული სახის პრობლემები ამ სახელმწიფოებთან, აქედან გამომდინარე, მხოლოდ ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის უშუალო საფრთხეს არ ქმნის. 

"რაც შეეხება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოებას: დიახ, ეს არის პრობლემა, რომელიც, ჩემი აზრით, ხელოვნურად იქმნება, რაც მხოლოდ აშშ-ს საგარეო პოლიტიკურ ინტერესებშია. რუსეთს აქ აქვს პრობლემა ამ ქვეყნებთან [შვედეთი და ფინეთი] და ამ კუთხით ნატოს ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოება რუსეთისთვის უშუალო და პირდაპირ საფრთხეს არ ქმნის, მაგრამ ამ რეგიონში სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება აუცილებლად გამოიწვევს ჩვენს რეაქციას." - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. 

ამასთანავე, პუტინის თქმით, სკანდინავიური ქვეყნების გადაწყვეტილებამ შესაძლოა კიდევ უფრო გააღრმავოს ისედაც საკმაოდ დაძაბული საერთაშორისო ვითარება. 

 

მსგავსი სიახლეები