პუტინი: ნატოს ღია კარის პოლიტიკა მხოლოდ აშშ-ს სჭირდება
ცოტა ხნის წინ მოსკოვში ვლადიმირ პუტინისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა დასრულდა, რომელიც თითქმის 6 საათი გაგრძელდა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის მთავარი წუხილები აშშ-მ და ნატომ არ გაიზიარა, და ეს საკითხი კვლავ პრობლემად რჩება.
"ნატოს ღია კარის პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ აშშ-ის სჭირდება, რომელიც აგრძელებს თავისი უსაფრთხოების გამტკიცებას სხვა სახელმწიფოების ხარჯზე",- თქვა პუტინმა.
ამავდროულად, პუტინის თქმით, ნატოს ღია კარის პოლიტიკა ძალიან თვითნებური და გაუგებარია, რაც აშშ-ის გარდა შესაძლოა მხოლოდ ნატოს წევრ ცალკეულ სახელმწიფოებს სჭირდებოდეს.