პუტინი ოპტიმისტურად უყურებს ბაიდენთან მუშაობის შესაძლებლობას
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჯო ბაიდენთან შეხვედრის წინ ოპტიმიზმი გამოხატა. პუტინის თქმით მას სჯერა, რომ აშშ-ს ახლანდელი პრეზიდენტი “იმპულსურ მოძრაობებს” არ გააკეთებს.
NBC News-თან ინტერვიუში პუტინმა ბაიდენისა და ტრამპის განსხვავებულ პერსონალიებზე და მიდგომებზე ისაუბრა. “ბაიდენი ტრამპისგან რადიკალურად განსხვავდება, რადგან პრეზიდენტი ბაიდენი კარიერული ადამიანია.”
“მან მთელი ზრდასრული ცხოვრება პოლიტიკაში გაატარა. ეს განსხვავებული ადამიანია და დიდი იმედი მაქვს, რომ ამას თავისი უპირატესობები ექნება, უარყოფით მხარეებთან ერთად, მაგრამ არ იქნება იმპულსური მოძრაობები.”
პუტინმა დონალდ ტრამპზე განაცხადა, რომ ის “არაჩვეულებრივი და ნიჭიერი ინდივიდია,” რაც მას დაეხმარა გამხდარიყო ამერიკის პრეზიდენტი.
ჯოზეფ ბაიდენი აქამდე აცხადებდა, რომ ის აპირებს ტრამპზე მკაცრი პოზიციები ჰქონდეს რუსეთის მიმართ. ბაიდენმა მიანიშნა, რომ პუტინთან შეხვედრაზე აპირებს ისაუბროს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, რუსული ჯგუფების მიერ აშშ-ზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე, ასევე რუსეთის სამხედრო აქტივობებზე უკრაინის საზღვართან.
ასევე ბაიდენს ექნება შესაძლებლობა ისაუბროს ციხეში მყოფი ალექსეი ნავალნის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე.
რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტები ერთმანეთს 16 ივნისს, ჟენევაში შეხვდებიან.