პუტინი პეკინში: ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები უპრეცედენტოა

 

რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთის დედაქალაქს ეწვია, სადაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა. პუტინის ვიზიტის ოფიციალური მიზეზი ზამთრის ოლიმპიადაზე დასწრებაა, თუმცა პარალელურად მიმდინარეობს საქმიანი შეხვედრები ჩინურ მხარესთან. 

ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მხარეებმა გააფორმეს ნავთობისა და სხვა წიაღისეულის ახალი შეთანხმებები. 

მათ შორის, ჩინეთი რუსეთისგან ყოველწლიურად 10 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეისყიდის. 100 მილიონ ტონა ნავთობს შეისყიდის ჩინეთის სახელმწიფო სანავთობო კომპანია როსნეფტისგანაც. 

გარდა კომერციული ნაწილისა გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის ძირეულ ინტერესებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. 

გარდა ამისა, ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთი და რუსეთი ეწინააღმდეგებიან ნატოს შემდგომ გაფართოებას და მოუწოდებენ ალიანსს უარი თქვან ცივი ომის დროინდელ მიდგომებზე. 

პეკინში ვიზიტამდე ერთი დღით ჩინურ საინფორმაციო სააგენტო სინხუაზე ვლადიმირ პუტინის სტატია გამოქვეყნდა, რომელიც ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებს ეხება. 

მსგავსი სიახლეები