პუტინი: რუსეთისა და მისი კულტურის "გაუქმების" მცდელობები ფუჭი და სასაცილოა

რუსეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბოლო წლების განმავლობაში ზოგ დასავლურ დემოკრატიაში გამოვლენილ ე.წ. გაუქმების კულტურას. 

ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები რუსეთისა და რუსული კულტურის "გაუქმების" მცდელობაა. 

"რუსეთისა და მისი კულტურის გაუქმების მცდელობები ფუჭი და სასაცილოა, ეს არ იქნება წარმატებული. ამგვარი რამისკენ სწრაფვაც კი სისულელეა, ხოლო მათ ვინც სხვანაირად ფიქრობს ისტორიიდან ვერაფერი ისწავლეს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. 

ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა არტ-ფორუმ "ტავრიდაზე" ისაუბრა. რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ფესტივალის მონაწილეებს, რომლებიც, მისი თქმით, "თავიანთი ხელოვნებითა და შემოქმედებით მხარს უჭერენ დონბასში სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე მებრძოლებს."

ვლადიმირ პუტინი "რუსული კულტურის გაუქმების" თემას მარტის ბოლოსაც შეეხო:

"ეს პროგროსირებადი დისკრიმინაციაა, საკონცერტო აფიშებიდან იღებენ შოსტაკოვიჩის, ჩაიკოვსკის, რახმანინოვის რეპერტურს, კრძალავენ რუს მწერლებს და მათ წიგნებს".

 

 

მსგავსი სიახლეები