პუტინი რუსეთში არსებულ ვითარებაზე ლუკაშენკას, მირზიოევს და ტოკაევს ესაუბრა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტელეფონით ესაუბრა ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას, უზბეკეთის პრეზიდენტ შავქათ მირზიოევს და ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს.
ამ ინფორმაციას პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ავრცელებს.
"პრეზიდენტმა თავის თანამოსაუბრეებს სიტუაციის შესახებ აცნობა," - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
დღესვე, ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტოკაევმა პუტინთან საუბრისას აღნიშნა: "მიმდინარე მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა."
განცხადებაში ნათქვამია, "პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა ყაზახეთს რუსეთის ფედერაციაში არსებული ვითარების გაგებისთვის."
-----
ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს შორის დაძაბულმა ურთიერთობამ პიკს 23 ივნისს მიაღწია, როდესაც ვაგნერის ლიდერმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგი, ვაგნერის მებრძოლების დაბომბვაში დაადანაშულა.
ამის შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ იგი სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის "მოსაძებნად" მიდიოდა, რა მიზნითაც, საკუთარი სამხედროები, ქალაქ დონის მიმართულებით დაძრა.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების, FSB-ს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების შეფასებით, ევგენი პრიგოჟინის გადაწყვეტილება, სამოქალაქო დაპირისპირებისა და ხელისუფლების გადატრიალებას გულისხმობს და ვაგნერელებს შეჩერებისკენ მოუწოდეს.
24 ივნის განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინმა. მიუხედავად იმისა, რომ მას ვაგნერი არ დაუსახელებია, ღიად ისაუბრა ღალატზე და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯაზე.
არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ჯარისკაცები წინსვლას განაგრძობენ, ხოლო მოსკოვსა და მის შემოგარენში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.