პუტინი: სოციალისტურ იდეაში ცუდი არაფერია, მთავარია რით შევავსებთ ეკონომიკას

ვლადიმირ პუტინმა სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. პუტინის თქმით, სოციალისტურ იდეაში ცუდი არაფერია. 

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო დუმის ფრაქციების ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. 

"რაც შეეხება სოციალისტურ იდეას, მასში ცუდი არაფერია. მთავარია რით შევავსებთ ამ იდეას, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში. ზოგ ქვეყანაში ესეთი დანამატი არსებობს და ის დაკავშირებულია რეგულირების საბაზრო ფორმებთან და საკმაოდ ეფექტურადაც მუშაობს. უნდა შევხედოთ",- განაცხადა პუტინმა. 

რუსეთის პრეზიდენტმა ამგვარად კომუნისტური პარტიის ლიდერის, გენადი ზიუგანოვის მიერ ეკონომიკაში სახელმწიფოს როლისა და ზომის ზრდის აუცილებლობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. 

"საკითხი ის არის, თუ სად რა დოზით და რა ფორმით უნდა მონაწილეობდეს სახელმწიფო ეკონომიკაში, როგორ უნდა არეგულირებდეს სახელმწიფო თავის მონაწილეობას. ჩვენ ყველა ამ საკითხს დისკუსიებში განვიხილავთ. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის მთავარია ხალხის ინტერესები ვფიქრობ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს ჩვენ მოვნახავთ",- თქვა პუტინმა. 

რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობაზე უფრო მეტის გასაგებად შეგიძლიათ მოუსმინოთ ჩვენს პოდკასტს არასაფრენი ზონა. 

მსგავსი სიახლეები