პუტინი თვითმფრინავის ნაცვლად ჯავშანმატარებელს უფრო ხშირად იყენებს

ბოლო ორი წლის განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის შიგნით არა თვითმფრინავით, არამედ სპეციალური ჯავშანმატარებლით გადაადგილდებოდა.

ამ ინფორმაციას პუტინის ნაცნობსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, Dossier Center-ი იუწყება,

"ომის დაწყების შემდეგ, თებერვალ-მარტში, მან (პუტინმა. - რედ.) დაიწყო მატარებლის ძალიან აქტიურად გამოყენება, განსაკუთრებით ვალდაის რეზიდენციაში მისასვლელად," - განაცხადა წყარომ.

გამოცემის თანახმად, მატარებელი, პუტინის მოგზაურობისთვის 2014-2015 წლებში გადაკეთდა, მაგრამ მისი რეგულარული გამოყენება, მხოლოდ უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების გაგზავნამდე ცოტა ხნით ადრე, 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში დაიწყო.

ამ ტიპის ტრანსპორტის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მისი მოძრაობის თვალყურის დევნება შეუძლებელია - განსხვავებით თვითმფრინავისაგან, რომლისთვისაც არსებობს თვალთვალის სპეციალური სერვისები.

მატარებლის ვიზუალიც არ იქცევს ყურადღებას - ეს რუსი რკინიგზებისთვის დამახასიათებელი წითელი ზოლით შეღებილი ნაცრისფერი ვაგონებია.

ყურადღებას იპყრობს მხოლოდ სპეციალური საკომუნიკაციო ანტენები, უფრო დიდი რაოდენობის ღერძი (ექვსი და არა ოთხი) მანქანებში და სამი ლოკომოტივი, რომლებიც აუცილებელია მძიმე ჯავშანმანქანების გასაყვანად.

მატარებელი შესაძლოა ეკუთვნოდეს კომპანია Grand Service Express-ს, რომელიც დაკავშირებულია ოლიგარქ იური კოვალჩუკის კომპანიებთან.

მსგავსი სიახლეები