პუტინი უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე: რა, ნატოს ბლოკს ვეომოთ?

 

რუსეთის პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მათ შორის, პუტინმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ამერიკელები თითქოს ჰპირდებოდნენ, რომ ნატო არცერთი სანტიმეტრით არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით. 

პუტინის თქმით, ამ "დაპირების" მიუხედავად დასავლეთმა რუსეთი "გადააგდგო და მოატყუა". ამ კონტექსტში პუტინმა უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზეც ისაუბრა. 

"უკრაინის დოქტრინულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ისინი ნებისმიერი ხერხებით აპირებენ ყირიმის დაბრუნებას, მათ შორის სამხედრო გზებითაც. წარმოიდგინეთ, რომ უკრაინა ნატოს წევრია, გატენილია იარაღით, დგას თანამედროვე შემტევი შეიარაღება ისე, როგორც პოლონეთსა და რუმინეთში - ვინ შეუშლის ხელს? და ამ დროს იწყებს სამხედრო ოპერაციას ყირიმში, აქ საერთოდ არ ვსაუბრობ დონბასზე. ყირიმი რუსეთის სუვერენული ტერიტორიაა და ამ კუთხით ჩვენთვის ეს საკითხი დახურულია. წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა ნატოს წევრია და იწყებს და იწყებს ამ სამხედრო ოპერაციებს - ჩვენ რა, ნატოს ბლოკს უნდა ვეომოთ?!",- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. 

 

მსგავსი სიახლეები