პუტინის რეზიდენციიდან 10 კილომეტრში საჰაერო თავდაცვის სისტემები განთავსდა
3 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციიდან 10 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე Панцирь С-1-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები განათავსეს.
ამ ინფორმაციას რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ავრცელებს.
გარდა ამისა, რუსულმა პროპაგანდისტულმა ტელეარხმა მოსკოვში საჰაერო თავდაცვის სისტემა Панцирь С-1-ის განთავსებისთვის მზადება აჩვენა.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტებმა დაადგინეს ლოკაციის კოორდინატები - სოფელ ზარეჩიეს მიმდებარედ.
"იანვრის ბოლოს, როგორც Google-ის სატელიტური სურათებიდან ირკვევა, მომზადდა სტაციონარული ადგილი სისტემის განსათავსებლად, რომელიც გარშემორტყმულია ღობით და აშენდა შემაღლებული ადგილი Панцирь-ისთვის. ეს სისტემები დამონტაჟებულია ნოვო-ოგარიოვოდან 10 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე, სადაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენცია მდებარეობს." - წერს გამოცემა.