პუტინის სიტყვა 9 მაისის აღლუმზე - მთავარი აქცენტები
წითელ მოედანზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ამ წუთებში მიმდინარეობს. აღლუმი ვლადიმირ პუტინმა ჩაიბარა, პუტინმა ტრადიციულად წარმოთქვა მოკლე სიტყვაც, წელს მისი შინაარსი უმეტესად უკრაინაში მიმდინარე ომს ეხებოდა და ძირითადად პატრიოტული ლოზუნგების სტილში იყო შესრულებული.
პუტინის 9 მაისის აღლუმის სიტყვის მთავარი აქცენტები:
- ნატომ არ ისურვა ჩვენი მოსმენა, მათ განსხვავებული გეგმები ჰქონდათ - მთელი სიმძლავრით მიდიოდა უკრაინის მზადება ყირიმსა და დონბასზე თავდასხმისთვის. ალიანსმა ჩვენი მიმდებარე ტერიტორიის ათვისება დაიწყო, კიევში ბირთვული შეიარაღების შექმნაზე ალაპარაკდნენ. რუსეთის უშუალო სიახლოვეში იქმნებოდა პირდაპირი საფრთხე. ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ შეტაკება ბანდეროველებთან და ნაცისტებთან გარდაუვალი იყო;
- რუსეთმა წინსმსწრები დარტყმა მიიტანა, ეს ძლიერი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის იძულებითი ნაბიჯი იყო;
- მივმართავ რუსეთისა და დონბასის სამხედრო მოსამსახურეებს - თქვენ იბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში, თქვენ იბრძვით ჩვენს მიწაზე. იბრძვით მიწაზე, რომელზეც მტერს ამარცხებდნენ სვიატოსლავ და ვლადიმირ მონომახი, სადაც იბრძოდნენ რუმიანცევის და პოტიომკინის, სუვოროვის და ბრუსილოვის ჯარისკაცები
- ჩვენ არასდროს ვიტყვით უარს ტრადიციულ ფასეულობებზე, ხოლო დასავლეთში როგორც ჩანს ათასწლოვანი ფასეულობების გაუქმება გადაწყვიტეს.