პუტინის თქმით, ივნისიდან მეტი ტექნიკა გაანადგურეს, ვიდრე უკრაინას ჰქონდა

ვლადიმირ პუტინის თქმით, ივნისში, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშის დაწყების შემდეგ რუსეთის არმიამ უფრო ჯამურად სხვადასხვა ტიპისა და კლასის 18 ათასი ჯავშანმანქანა გაანადგურა - ეს მნიშვნელოვნად აღემატება მისი თავდაცვის სამინისტროს მიერ გაჟღერებულ რიცხვს და რაც მთავარია უფრო მეტია, ვიდრე ჯამურად უკრაინის საკუთრებაში არსებული მანქანების რაოდენობა. 

ანალიტიკური ცენტრის, Global Firepower-ის ცნობით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების მომენტში უკრაინის არმიას სულ 12 303 ჯავშანმანქანა ჰქონდა. გარდა ამისა, მოკავშირეების უკრაინამ 1803 ჯავშანმანქანა მიიღო. ამგვარად, ჯამურად უკრაინის არმიის საკუთრებაში ჯავშანქანების პოტენციურად მაქსიმალური რაოდენობა 14 ათასი ერთეულის ფარგლებში მერყეობდა - ეს თითქმის 4 ათასი ერთეულით ნაკლებია, პუტინის მიერ დასახელებულ რიცხვზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ რაოდენობის ჯავშანტრანსპორტი პუტინის თქმით, რუსეთმა მხოლოდ გასულ 3 თვეში გაანადგურა. 

ანალიტიკური ცენტრის, ORYX-ის ცნობით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინამ ჯამურად 1400-მდე ჯავშანმქანა და 648 ტანკი დაკარგა. აქედან მიმდინარე კონტრიერიშის ფარგლებში დანაკარგები შემდეგნაირად გადანაწილდა: 317 ჯავშანმანქანა და 139 ტანკი. 

საყურადღებოა, რომ პუტინის მიერ დასახელებული რიცხვი ჯერადად აღემატება მისივე თავდაცვის სამინისტროს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ომის დაწყებიდან ამ დრომდე სულ 11 779 ჯავშანმანქანაა განადგურებული. 

პუტინი ასევე ირწუნება, რომ კონტრიერიშის დაწყების შემდეგ ცოცხალ ძალაში ЗСУ-ს დანაკარგები 70 ათასს აღემატება, რაც ასევე არეალისტურია. პუტინის მიერ დასახელებული რიცხვი თითქმის 10 ათასით აღემატება უკრაინის მიერ იერიშისთვის მომზადებული დანაყოფების რიცხოვნებას. ეს იმ ფონზე როდესაც უკრაინას ჯერ კიდევ არ ჩაურთავს ბრძოლაში მომზადებული რეზერვების ნაწილი. 

New York Times-ის წყაროების ცნობით, მიმდინარე ომში უკრაინის ჯამური დანაკარგები 180 ათასის ფარგლებშია, აქედან 70 ათასი მოკლული და 110 ათასი დაჭრილი. 

ამავე წყაროების ცნობით, რუსეთის ჯამური დანაკარგები 300 ათასის ფარგლებშია. აქედან 120 ათასი მოკლული და 180 ათასი დაჭრილი. რაც შეეხება რუსეთის დანაკარგების ჯავშანტექნიკაში ამ დროისთვის საუბარია 2 310 ტანკსა და ჯავშანტრანსპორტიორების პარკის 40%-ზე. 

 

 

მსგავსი სიახლეები