პუტინმა ფედერაციის საბჭოს საზღვარგარეთ ჯარების გაგზავნის ნებართვა სთხოვა

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფედერაციის საბჭოს საზღვარგარეთ ჯარების გაგზავნის ნებართვა სთხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე, ვალენტინა მატვიენკო ავრცელებს. 

მატვიენკოს თქმით, შესაბამისმა კომიტეტებმა უკვე დაუჭირეს მხარი ინიციატივას და ამ დროისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესშია პარლამენტის ზედა პალატა. 

ფედერაციის საბჭოს სხდომას ესწრება რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც ამბობს, რომ ოფიციალური კიევი უკვე ატარებს საბრძოლო ოპერაციებს დონბასის ტერიტორიაზე.

ჯერჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად რას უკავშირდება ვლადიმირ პუტინის თხოვნა, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს პირდაპირ კავშირში გუშინდელ გადაწყვეტილებასთან, რომლის ფარგლებშიც რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა დონეცკისა და ლუჰანსკის "სახალხო რესპუბლიკების" დამოუკიდებლობა.

 

მსგავსი სიახლეები