პუტინმა როგოზინი РОСКОСМОС-ის დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლა
რუსეთის მთავრობაში მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებებია, მათ შორის ვლადიმირ პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა РОСКОСМОС-ის დირექტორი დმიტრი როგოზონი და ამ თანამდებობაზე იური ბორისოვი დაინიშნა, რომელიც რამდენიმე საათით ადრე ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან მოხსნეს.
ბორისოვი მთავრობაში სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსისა და თავდაცვის სფეროს ინტერესებს კურირებდა. ბორისოვი რუსეთის თავდაცვის უწყებას დაახლოებულ პირად ითვლებოდა.
თავის მხრივ შემცირდა ვიცე-პრემიერების რაოდენობა 11-დან 10-მდე. ერთადერთ ახალ ვიცე-პრემიერად რუსეთის სამრეწველო ვაჭრობის მინისტრი, დენის მანტუროვი დაინიშნა.
აღნიშნული გადაწყვეტილებები რუსეთის სახელმწიფო დუმამ რიგგარეშე სესიაზე, საზაფხულო არდადეგებზე გასვლამდე მიიღო.
გასულ დღეებში რუსულ პრესაში იწერებოდა, რომ დმიტრი როგოზინი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაჰყავდათ, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ცნობები ჯერ არ არსებობს.
დმიტრი როგოზინი 2005-2006 წლებში პარტია РОДИНА-ს საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი იყო, უკვე 2011-2012 წლებში ის ნატოში რუსეთის ელჩად მუშაობდა.
2011-2018 წლებში როგოზინი ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა, რომელიც თავდაცვისა და კოსმოსის მიმართულებებს კურირებდა.