პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მუზეუმის შექმნის განკარგულება გასცა
ვლადიმირ პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მუზეუმის შექმნის განკარგულება გასცა, სწორედ ასე უწოდობენ რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ დანაშაულებრივ ომს.
შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებ-გვერდზე, 27 აპრილის საღამოს გამოქვეყნდა.
პუტინის განკარგულება ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფო უწყებას მიემართება, მათ შორის: თავდაცვის სამინისტროს, განათლებისა და კულტურის სამინისტროს, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას, გუბერნატორებს და რუსეთის ისტორიული საზოგადოების თავმჯდომარეს და ამავდროულად საგარეო დაზვერვის (CВР) დირექტორს, სერგეი ნარიშკინს.
განკარგულების მიხედვით, თავდაცვის და განათლების სამინისტრომ უნდა მოამზადონ მეზეუმისთვის გადასაცემი "არტეფაქტები."
გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარსადგენად ვადა ჩინოვნიკებს 2023 წლის ბოლომდე ექნებათ.