პუტინმა ყირიმის ხიდის დაცვის ორგანიზების უფლებამოსილება ФСБ-ს გადასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას "ქერჩის სრუტის გავლით სატრანსპორტო გადასასვლელის, რუსეთის ფედერაციის ელექტროქსელის ენერგეტიკული ხიდის - ყირიმის ნახევარკუნძულისა და კრასნოდარის ტერიტორია - ყირიმის გაზსადენის დაცვის ზომების გაძლიერების შესახებ მათი ექსპლუატაციის დროს".

ამის შესახებ 8 ოქტომბერს საღამოს კრემლის პრესსამსახურმა განაცხადა.

"რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს (ФСБ) გადაეცეს უფლებამოსილება მოაწყოს და კოორდინაცია გაუწიოს ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის, რუსეთის ფედერაციასა და ყირიმის ნახევარკუნძულს შორის ელექტროქსელის ენერგეტიკული ხიდის და კრასნოდარის ტერიტორია - ყირიმის გაზსადენის დაცვას მათი მოქმედების დროს", - ნათქვამია განკარგულების ტექსტში.

კონტექსტი

8 ოქტომბერს დილით ცნობილი გახდა, რომ ქერჩში აფეთქება გაისმა, ყირიმის ხიდის სარკინიგზო ლიანდაგზე კი ძლიერი ხანძარი გაჩნდა. რუსეთის ფედერაცია ამტკიცებს, რომ ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც საწვავის ავზებს ხანძარი გაუჩნდა.

პუტინმა დაავალება გასცა შეიქმნას სამთავრობო კომისია ხიდზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით და რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას შემდეგ, რაც ხიდზე მოძრაობა შეჩერდა, ყირიმის "ხელისუფლებამ" ბორანის გაშვებაზე განაცხადა. 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. რუსული გამოძიების მიხედვით, ყველა მათგანი აფეთქებული სატვირთო მანქანის გვერდით მყოფი მსუბუქი ავტომობილის მგზავრები იყვნენ. განყოფილებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სატვირთო მანქანა ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით რუსეთის ფედერაციიდან მიემართებოდა.  

მსგავსი სიახლეები