რამდენი და რა ტიპის შეიარაღება მიიღო უკრაინამ დასავლეთისგან - სრული ჩამონათვალი

სხვადასხვა მონაცემებით, დასაველთმა უკრაინას ჯამურად 35 მილიარდი დოლარის შეიარაღება გადასცა. 

ამის შესახებ Bloomberg-ის მიერ მომზადებულ მასალაშია ნათქვამი, რომელშიც სამხედრო-ანალიტიკურ ცენტრ Oryx-ის მონაცემებზე დაყრდნობით ამ დროისთვის უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღების სრული ჩამონათვალი მოამზადა. 

სააგენტოს მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ მონაცემები დაახლოებითია და შეიძლება შეიცავდეს ისეთ შეიარაღებას, რომლის გადაცემასაც დასავლეთი უკრაინას უკვე დაჰპირდა, თუმცა პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება: 

    ტანკები

  • 410 ტანკი - საუბარია საბჭოთა წარმოების ტანკებზე, რომლებიც უკრაინას პოლონეთმა, ჩეხეთმა და ყოფილი სოციალისტური ბლოკის სხვა წევრმა სახელმწიფოებმა გადასცეს;

  • 14 Challenger 2-ის ტიპის ტანკი - ბრიტანეთის გეგმების შესახებ უკვე ოფიციალურად გაცხადდა, თუმცა დასავლური წარმოების პირველ საბრძოლო ტანკებს უკრაინა მომდევნო კვირებში მიიღებს. პარალელურად, პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის 14 ტანკს მიაწვდის. ამის მზაობა გამოხატა ფინეთმაც. კვლავ გრძელდება დისკუსიები გერმანიასა და აშშ-ს შორის;

ჯავშანტექნიკა/ქვეითების საბრძოლო მანქანები

  • საუბარია სულ 300 ერთეულზე, მათ შორის 250 საბჭოთა წარმოების მანქანებია;

  • AMX-10-RC-ის ტიპის 10 მსუბუქი ტანკი საფრანგეთისგან;

  • Bradley-ის ტიპის ქვეითებისთვის განკუთვნილი 10 მანქანა აშშ-სგან;

  • Marder-ის ტიპის 40 საბრძოლო მანქანა გერმანიისგან;

ჯავშანტრანსპორტიორი

  • საუბარია სხვადასხვა ტიპის ჯამურად 1 100 ერთეულზე, მათ შორის:

  • M113-ის ტიპის 300 ჯავშანტრანსპორტიორი;

  • M117-ის ტიპის 250 ჯავშანტრანსპორტიორი;

  • მათ შორის უკრაინამ აღნიშნული ტიპის დანადგარები მიიღო დიდი ბრიტანეთისგან, ლიეტუვისგან, დანიისგან, ესპანეთისგან, ავსტრალიისგან, გერმანიისგან და სხვა მოკავშირეებისგან;

ნაღმსაწინაღმდეგო ჯავშნით აღჭურვილი ტრანსპორტი

  • საუბარია ჯამურად 925 ერთეულზე, მათ შორის:

  • M1124-ის ტიპის 440 მანქანაზე აშშ-სგან

  • Bushmaster-ის ტიპის 90 მანქანაზე ავსტრალიისგან;

  • დამატებით Wolfhound-ის და Mastiff-ის ტიპის მანქანები მიიღო უკრაინამ გაერთიანებული სამეფოსგან;

ქვეითთა მობილური ტრანსპორტი

  • საუბარია სულ 1 540 ერთეულზე, მათ შორის:
  • Humvee-ის ტიპის 1 250 მანქანა აშშ-სგან;

არტილერია 

  • M777-ის ტიპის 155 მილიმერტის 210 ბუქსირებადი დანადგარი;

  • M777-ის ტიპის 105 მილიმეტრის 72 დანადგარი აშშ-სგან;

  • Ceaser-ის ტიპის 18 დანადგარი საფრანგეთისგან;

  • სულ 400 თვითმვალი ჰაუბიცა - ამ ტიპის შეიარაღება უკრაინამ მიიღო აშშ-სგან, გაერთიანებული სამეფოსგან, გერმანიისგან, პოლონეთისგან და სხვა მოკავშირეებისგან;

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები 

  • საუბარია სულ 95 დანადგრაზე, მათ შორის: 

  • 38 HIMARS-ის ტიპის დანადგარი; 

  • 122 მილიმეტრის კალიბრის ზალპური რეაქტიული ცეცხლის 40 დანადგარი, ამ სისტემების უმრავლესობა უკრაინამ პოლონეთისა და ჩეხეთისგან მიიღო;

საჰაერო თავდაცვის სისტემები

  • Gepard-ის ტიპის 37 დანადგარი გერმანიისგან;

  • NASAMS-ის ტიპის 8 ბატარეა აშშ-სგან;

  • Patriot-ის ტიპის ბატარეა - 1 აშშ-სგან, 1 გერმანიისგან;

  • Strela 10MS-ის ტიპის 6 სარაკეტო კომპელექსი ჩეხეთისგან; 

  • Stormer-ის ტიპის 6 სარაკეტო კომპლექსტი გაერთიანებული სამეფოსგან;

  • ამავე დანიშნულების განსხვავებული სისტემები მიაწოდა უკრაინას სლოკავეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა;

ავიაცია 

  • СУ-24-ის ტიპის 14 მოიერიშე თვითმფრინავი, რომელიც ნატოს ქვეყნებმა ბულგარეთისგან შეიძინეს და უკრაინას გადასცეს; 

  • CУ-25-ის ტიპის 4 თვითმფრინავი ჩრდილოეთ მაკედონიისგან; 

  • Mi-17-ის ტიპის 20 ვერტმფრენი, რომელიც აშშ-მა ავღანეთის არმიისთვის შეიძინა, თუმცა საბოლოოდ უკრაინას გადასცა;

  • საბჭოთა წარმოების 11 ვერტმფრენი ჩეხეთის, სლოვაკეთისა და სლოვაკეთისგან;

  • Sea King-ის ტიპის 3 ვერტმფრენი გაერთიანებული სამეფოსგან;

  • Kamov-ის ტიპის საბჭოთა წარმოების 6 თვითმფრინავი პორტუგალიიდან;

  • Bayraktar-ის ტიპის 30 დრონი თურქეთისგან, დამატებით თითო ამ ტიპის დრონი უკრაინამ პოლონეთისა და ლიეტუვისგან მიიღო;

  • Switchblade-ის ტიპის ასობით მოიერიშე დრონი აშშ-სგან;

  • სხვადასხვა ტიპის 450 სადაზვერვო დრონი; 

გამოცემის მიერ მომზადბეულ მასალაში აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით არცერთ დასავლელ მოკავშირეს არ გადაუცია უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტები, რასაც მოკავშირეები კონფლიქტის ესკალაციის რისკით ხსნიან. 

 

მსგავსი სიახლეები