რატომ არის ფინეთი ყველაზე ბედნიერი ქვეყანა?

არსებობს ასეთი რეიტინგი - "გლობალური ბედნიერების ინდექსი," სადაც ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა პარამატრების გათვალისწინებით, მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ სახელმწიფოს ასახელბენ. 

ვინც ამ რეიტინგს თვალს ადევნებს, ალბათ არ გაუკვირდებოდა, რომ ფინელები კიდევ ერთხელ, ანუ ზედიზედ მეშვიდედ დასახლედნენ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანებად. 

მიუხედავად იმისა, რომ სიის სათავეში ფინეთის ყოფნა უკვე ტრადიციად გადაიქცა, ბევრს მაინც უკვირს, რითია ეს მდგომარეობა გამოწვეული, ან რამდენად სანდოა თავად ეს ინდექსი. 

წლიდან წლამდე, სოციალურ თუ ტრადიციულ მედიაში, ხშირად ისმის კითხვა, თუ როგორ შეიძლება მკაცრი კლიმატის მქონე ქვეყანაში მცხოვრები ხალხი, უფრო ბედნიერად მიიჩნევდნენ საკუთარ თავს, ვიდრე მზიანი ესპანეთისა თუ პორტუგალიის მაცხოვრებები.  

ცოტა რამ კვლევის შესახებ

გლობალური ბედნიერების ინდექსი ეფუძნება ოქსფორდის უნივერსიტეტში არსებული Wellbeing Reaserch Center-ის მიერ შედგენილ კითხვარს, რომელიც 130 კითხვას მოიცავს და სხვადასხვა საკითხებზე, ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეებს შეფასებების გაკეთებას 0-დან 10 ბალამდე სთხოვენ. 

გარდა ამისა, ანგარიში ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან პარამეტრებს, როგორიც არის - 1) მშპ ერთ სულ მოსახლეზე; 2) სოციალური მხარდაჭერა; 3) ჯანსაღი სიცოცხლის ხანგრძლივობა; 4) თავისუფლება; 5) კეთილშობილება (Generosity); 6) კორუფცია; 

რეიტინგის სათავში, უმეტესწილად მაღალგანვითარებული და ძლიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოები იმყოფებიან. 2024 წლის მონაცემები, შემდეგნაირად გამოიყურება: 

  1. ფინეთი 
  2. დანია 
  3. ისლანდია
  4. შვედეთი
  5. ისრაელი
  6. ნიდერლანდები
  7. ნორვეგია
  8. ლუქსემბურგი
  9. შვეიცარია
  10. ავსტრალია

შეიძლება ითქვას, რომ პირველ ათეულში ძალიან მცირე ცვლილებებია, ხოლო მოწინავე სამეული ზუსტად ისე დარჩა, როგორც ეს 2023 წლის კვლევაში იყო. 

რატომ არიან ფინელები ყველაზე ბედნიერები? 

იქამდე, სანამ ზოგიერთ მაჩვენებელს ჩავხედავთ, საინტერესო იქნება ფინელი ფილოსოფოსისა და ფსიქოლოგის, ფრანკ მარტელას განცხადების გახსენება, რომლის თქმითაც, უფრო სწორი იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ფინეთი არის სახელმწიფო, სადაც ყველაზე ცოტა უკმაყოფილო ადამიანი ცხოვრობს.

ამის მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ მათ აქვთ მაღალი ნდობა ერთმანეთის მიმართ, სწამთ საკუთარი საზოგადოების და გააჩნიათ მკაფიო მიზნები. 

ის, რომ ფინელები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები არიან, ადასტურებს OECD-ის Better life index-ის კვლევაც, რომლის თანახმადაც, ფინელების 96%-ს მიაჩნია, რომ მათ ირგვლივ არსებობენ ადამიანები, ვისაც კრიზისის პერიოდში შეიძლება დაეყრდნონ. 

ნდობა არის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზეზი, რასაც ფინეთის სახელმწიფოს სიძლიერე და სტაბილურობა ეფუძნება. ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, საზოგადოების წევრების ნდობა ერთმანეთის მიმართ, სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკოსებისადმი თუ მედიის მიმართ, გამორჩეულად მაღალია. 

მაღალია სიცოცხლის ხანგრძლივობა, რაც ქალების შემთხვევაშ 85 წელს შეადგენს, ხოლო მამაკაცების საშუალო მაჩვენებელი 79 წელია. 

მოსახლეობის თითქმის სრული ნაწილი, საკუთარ ქვეყანაში თავს უაღრესად ბედნიერად მიიჩნევს. მაგალითისთვის, 30 წლამდე ადამიანები, ამ მაჩვენებლით მეშვიდე ადგილზე არიან, ხოლო 60 წელს გადაცილებულ ფინელების, მხოლოდ დანიელები უსწრებენ. 

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევაში, რომელიც PISA-ს სახელით არის ცნობილი, ფინელი ბავშვები მოწინავე ადგილს იკავებენ. მსგავსი მაჩვენებლია HSBC-ის რეიტინგშიც, სადაც სკოლის ასაკის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაა შეფასებული. 

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ მოსწავლეებისა და სტუდენტების უდიდესი ნაწილი, საჯარო სასწავლო დაწესებულებს ირჩევს, რაც სრულად უფასოა. ევროკავშირის კვლევის თანახმად, მოსწავლეების მხოლოდ 2% დადის კერძო სასწავლებლებში. 

განათლების გარდა, ყოველწლიურად, ფინეთი მილიარდებს ხარჯავს სოციალური მხარდაჭერის პროგრამებში, იქნება ეს პენსია, ჯანდაცვის სისტემა თუ უმუშევრობის შემცირება. ეს ხარჯი, მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ზე აღემატება, რაც ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. ეფექტური სოციალური პროგრამები, გამართულ საჯარო სერვისთან ერთად, მათ შორის არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც  ფინელები თავს ასე დაცულებად მიიჩნევენ.  

სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალია ფინანსური უთანასწორობის მაჩვენებელიც, რაც ბოლო წლების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის მიჩნეული. ხაზაგასმელია ის ფაქტიც, რომ ფინეთი, გენდერულად ერთ-ერთი ყველაზე თანასწორი ქვეყანაა. 2023 წლის მდგომარეობით, პარლამენტში ქალი დეპუტატების მაჩვენებელი 46%-ს შეადგენდა, ხოლო რეგიონალურ საკრებულოებში ეს ნიშნული 40%-ზე მეტია. 

ცხადია, ამ თავში კიდევ უფრო მეტი პარამეტრის მოყვანა შეიძლებოა, როგორიც არის კორუფციის აღქმა, პოლიტიკური სტაბილურობის მაჩვენებელი, ეკონომიკური პარამეტრები და ა.შ, თუმცა ყველაზე მთავარი, ალბათ, რაც ფინელ ადამიანებს ბედნიერების განცდას უყალიებებს არის შვედური სიტყვა ლაგომის ზუსტად გააზრება, რაც არც ძალიან ბევრს და არც ძალიან ცოტას, საჭირო რაოდენობის ქონასა და ოქროს შუალედის პოვნას გულისხმობს. 

 

მსგავსი სიახლეები