ბალტიის ზღვაში გაწყვეტილია ფინეთ-გერმანიის დამაკავშირებელი ოპტიკური კაბელი

გერმანიისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეშფოთება გამოთქვეს ბალტიის ზღვის ფსკერზე გადებული 2 ქვეყნის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანების გამო და რუსეთის შესაძლო საბოტაჟზე მიანიშნეს. 

ჰელსინკისა და გერმანული როსტოკის დამაკავშირებელი 1200-კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი ფინური ოპერატორის Cinia-ს ცნობით, 18 ნოემბრის დილით, შვედეთის ტერიტორიული წყლების მახლობლად დაზიანდა. "ძალიან მაღალი ალბათობით ეს გარე ჩარევის შედეგად მოხდა"- ნათქვამია ოპერატორის განცხადებაში. 

"ღრმად შეშფოთებულები ვართ ფინეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი საზღვაო კაბელის დაზიანებით. თავად ის ფაქტი, რომ ამგვარი ინციდენტი ავტომატურად იწვევს ეჭვებს კაბელის განზრახ დაზიანების შესახებ ბევრს ამბობს თანამედროვოების გამოწვევებზე"- ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში. 

გასული 2 წლის განმავლობაში ნატოს წევრი სახელმწიფოები საზღვაო კომუნიკაციის საბოტაჟის გაზრდილ რისკებზე საუბრობდნენ, განსაკუთრებით 2022 წლის შემოდგომაზე ჯერ კიდევ აუხსნელი ჩრდილოეთის ნაკადის ერთ-ერთი მილსადენის აფეთქების შემდეგ. 

გასულ წელს ფინეთის ყურეში დაზიანდა 1 მილსადენი და 2 საზღვაო კაბელი - ოფიციალური ცნობებით დაზიანება ჩინეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის ღუზამ გამოიწვია, თუმცა ფინეთის ხელისუფლება არ აკონკრეტებს იყო თუ არა ქმედება გამიზნული. 

ფინეთისა და გერმანიის დამაკვშირებელი კაბელის გაწყვეტამდე 24 საათით ადრე შვედეთის უმსხვილესმა კავშირგაბმულობის კომპანიამ, Telia-მ ლიეტუვასთან დამაკავშირებელი დაზიანების შესახებ განაცხადა. 

გასული 2 წლის განმავლობაში ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებში ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა  გაძლიერებულ პატრულირება დააწესეს. 

ევროპულ სახელმწიფოებში საბოტაჟისა და დივერსიის შემთხვევებმა ბოლო თვეებში მკვეთრად მოიმატა - დასავლური მედიის ცნობით, აღნიშნული აქტივობები რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირდება. 

მსგავსი სიახლეები