რატომ სურდა პუტინს პრიგოჟინის სიკვდილი? - ინტერვიუ ტატიანა სტანოვაიასთან
სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ლიდერების ავიაკატასტროფაში სიკვდილის შემდეგ, გამოცემა Foreign Affairs-ის ტატიანა სტანოვაიას, კარნეგის ცენტრის უფროსს მკვლევარს ესაუბრა.
გთავაზობთ, ამ ინტერვიუს ქართულად.
არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რამდენად შეიძლება იმის თქმა, რომ ავიაკატასტროფა განზრახ მოხდა?
ჩვენ ყველა მიზეზი გვაქვს იმის დასაჯერებლად, რომ ავიაკატასტროფის მიმართ, პუტინი დაინტერსებულ პირად მივიჩნიოთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს კატასტროფა შემთხვევითი იყო, მაღალი თანამდებობის პირები და რუსული ელიტა, მას შურისძიების აქტად დაინახავენ. კრემლისა და პუტინის პირადადი ინტერესი იქნება, ასეთი ეჭვების გაღვივება.
მას შემდეგ, რაც პუტინმა "მოღალატე" დაუძახა პრიგოჟინს, რუსეთის პოლიტიკურ კლასში მყოფი კონსერვატორების დიდი ნაწილი შოკში იყვნენ, თუ რამდენად რბილად ექცეოდა რუსეთის პრეზიდენტი მას, ამბოხების შემდეგ. პრიგოჟინი თავისუფლად გადაადგილდებოდა ბელარუსიასა და რუსეთს შორის, ხოლო პუტინი მას კრელმში პირადად შეხვდა. იფიქრებდი, რომ პუტინმა ევგენი პრიგოჟინს საშუალება მისცა, ისე ეცხოვრა, თითქოს არაფერი მომხდარა.
ყველა ის ადამიანი, ვინც პუტინის ქცევით განცვიფრებული იყო, დღეს ალბათ იტყვის, რომ "ახლა ვხედავთ პუტინის ლოგიკას, როგორც ჩანს, ის კონტროლს იბრუნებს."
ვისაუბროთ იმ ადამიანების ბედზე, ვინც პუტინს დაუპირისპირდა?
გასულ წლებში, პუტინმა რამდენიმეჯერ გაიმეორა, რომ მოღალატე უნდა მოკვდეს. მისი თქმით, მოღალატის სიკვდილი სასტიკი უნდა იყოს და ისინი უნდა დაიტანჯონ. თუმცა, პრიგოჟინი არ ყოფილა კლასიკური მოღალატე. დიახ, პუტინმა აჯანყების შემდეგ თქვა, რომ ის იყო ადამიანი, რომელმაც საგარეო აგრესიის პირობებში, სახელმწიფოს გამოწვევა სცადა, თუმცა პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ომის დროს, ადამიანები საღი აზროვნების უნარს კარგავენ. პრიგოჟინისადმი, მისი მიდგომა უფრო მსუბუქი იყო, ვიდრე იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც სამშობლოს შეგნებულად უღალატა.
თუმცა, საბოლოო ჯამში, ვერ ვხედავ, რა ფასი ჰქონდა პრიგოჟინს პუტინისთვის, აჯანყების შემდეგ. ზოგიერთი ადამიანი ამბობდა, რომ პრიგოჟინს კომპრომატები ჰქონდა პუტინის წინააღმდეგ და სწორად ამის გამო ვერ გაბედა პუტინმა მისი მოცილება, რის მიმართაც, მე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი.
რატომ უნდა დაეტოვებინა ის? ერთადერთი მიზეზი, რატომაც პუტინი ლმობიერი შეიძლება ყოფილიყო პრიგოჟინის მიმართ, არის უკრაინასა და სირიაში მისი სამხედრო სარგებელი. თუმცა, იყო ეს საკმარისი პატიებისთვის? იქამდე, სანამ პრიგოჟინს ეს დაემართებოდა, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ პუტინი მას თავიდან მოიცილებდა. შესაძლოა, ფიზიკურ განადგურებაზე არ მეფიქრა, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ პუტინი ამას იზამდა. უფრო მეტად ვფიქრობდი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, "გრუ" ან "ეფესბე," დროთა განმავლობაში იპოვიდნენ გზას, რომ პრიგოჟინისთვის ყველაფერი წაერთმიათ. თუმცა, ჩვენ ვართ მომსწრენი იმისა, თუ რაც მოხდა.
სცენიდან პრიგოჟინის გაქრობით, ვინ ნახავს ხეირს?
უამრავი ადამიანი. ისინი, ვინც ფიქრობდნენ, რომ პრიგოჟინი საფრთხე იყო ქვეყნისთვის, მის სიკვდილს სამართლიანად მიიჩნევენ. სამხედრო პერსონალი, გენერალური შტაბი, "სილავიკები," უსაფრთხოების სამსახურები და კოსნერვატორები - ადამიანები, ვინც ფიქრობდნენ, რომ პრიგოჟინი დაურკეფავში გადავიდა, ასეთ დასასრულს კანონზომიერად მიიჩნევენ. შესაბამისად, მე არ ვფიქრობ, რომ პუტინმა და კრემლმა დიდი ძალისხმევა დახარჯოს იმისთვის, რომ საზოგადოებამ სხვაგვარად იფიქროს.
ამ წერტილიდან, როგორ ხედავთ ვაგნერის მომავალს?
რუსულ ტელეგრამის არხებზე, ზოგიერთა ადამიანი წერდა, რომ თუკი პრიგოჟინის სიკვდილი შემთხვევითობა არ იყო, მაშინ, ეს სახელმწიფოსთვის ძალიან სარისკო იქნებოდა. ამან, შეიძლება გამოიწვიოს პრიგოჟინის მომხრეების უკმაყოფილება, გაღიზიანება და უარყოფითი რეაქცია. ჩემი აზრით, ჩვენ ვერ ვნახავთ მნიშვნელოვან პასუხს. ისინი, ვისაც აჯანყებამდე, პრიგოჟინის მიმართ სიმპათიები ჰქონდა, იმედგაცრუებული დარჩა, რადგანაც მან, სახელმწიფოს წინაშე გაილაშქრა. მათ მიაჩნიათ, რომ ასეთ რთულ დროს, ნავი არ უნდა აჯანჯღარო. კვლევების მიხედვით, აჯნაყებამდე, პრიგოჟინი დიდ სიპათიით სარგებლობდა, რაც ამბოხმა რადიკალურად შეცვალა.
პრიგოჟინს არაერთმა რუსმა შეაქცია ზურგი, რადგანაც, მათი აზრით "შეიძლება დაუპირისპირდე თავდაცვის სამინისტროს, აკრიტიკო სამხედროები საკუთარ ტელეგრამის არხზე, თუმცა სახელმწიფოს წინააღმდეგ არ უნდა წახვიდე." შესაბამისად, მე ნადმვილად არ ველოდები სერიოზულ ამბოხს კრემლის წინააღმდეგ, ან რაიმე ქმედებას, რომელიც პრიგოჟინის ან ვაგნერის მხარდასაჭერი იქნება. შესაძლოა, ვიხილოთ მცირე ეპიზოდები, მაგრამ არაფერი მნიშვნელოვანი.
მისი მომხრეები აღივქამენ პრიგოჟინს მსხვერპლად?
არ მგონია. პრიგოჟინი იყო გაბრაზებული კაცი, ვისთან ურთიერთობაც მარტივი არ ყოფილა. მე არ ვფიქრობ, რომ გამოჩნდებიან მომხრეები, რომლებიც იგივე გზის გავლას შეეცდებიან. მათაც კი, ვისაც სჯეროდა პრიგოჟინის, ამ შემთხვევას გაფრთხილებად მიიღებენ. ადამიანებს შეეშინდებათ, განსაკუთრებით იმ ხალხს, რომლებიც პრიგოჟინის მხარეს, ამ დრომდე იკავებდნენ. წარმოიდგინეთ - ისინი იფიქრებენ, რომ ახლა მათი ჯერია.
რას ნიშნავს პრიგოჟინის სიკვდილი უკრაინაში მყოფი ვაგნერის წევრებისთვის?
ამ მომენტისთვის, ვაგნერი ვაგნერი ბელარუსშია განთავსებული, ხოლო მათ შენაერთებს, საკუთარი აქტივობების გაგრძელება აფრიკასა და სირიაში შეუძლიათ. უკრაინის კარი მათთვის დაკეტილია. ვაგნერის ზოგიერთი მეთაური იმედოვნებდა, რომ პუტინი დაურეკავდა და ეტყოდა:"ბოდიში, მე ვცდებოდი თქვენთან დაკავშირებით, გვჭირდებით და გთხოვთ, უკან დაბრუნდით." ეს იყო სასურველი ფიქრების რეალობად წარმოდგენა.
რას დააკვირდებით მომდევნო დღეებში, მას შემდეგ, რაც ემოციები ჩაცხრება?
დავაკვირდები, როგორ გააშუქებს რუსული ტელევიზია ამ საკითხს. ტონი, რომელსაც ისინი საუბრის დროს გამოიყენებენ პრიგოჟინსა და მის მემკვიდრეობაზე, დაგვანახებს კრემლის სურვილს, თუ როგორ სურთ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება. საინტერესოა, როგორ იქნება მისი როლი წარმოჩინებული და მოუწევთ თუ არა ისტორიის გადაწერა ომის კონტექსტში.
ასევე, დავაკვირდები გამოძიების მსვლელობას, საინტერესოა, შეეცდებიან სასურველი ვერსიის წარმოდეგნას, თუ მომხდარის უმნიშვნელოდ წარმოჩენაზე გაისარჯებიან.
ჩემთვის საინტერესო იქნება ტელეგრამის არხებზე პატრიოტულ-კონსერვატიული ბანაკის რეაქციები. ისინი, ვინც თავდაცვის სამინისტროს აკრიტიკებდა, გააგრძელებენ თუ არა კრიტიკას? ვიხილავთ თუ არა ემოციურ წუხილს, რაღაც დონეზე მაინც? გაბრაზდებიან პუტინზე? იგრძნობენ საკუთარ თავს მარტოსულად? საინტერესო იქნება, რა სენტიმენეტბი ექნებათ და როგორ გაუმკლავდება ამას კრემლი.
ჩვენ ასევე თვალი უნდა მივადევნოთ უბრალო რუსების გამოხმაურებასაც - მიიჩნევენ კი მომხდარს მნიშვნელოვან მოვლენად, რა მიმართება აქვთ? და, რათქმაუნდა, გამადიდებელი შუშით უნდა დავაკვირდეთ, თუ რა ბედი ეწევა ვაგნერს ბელარუსში.