Reuters: დასავლეთი რუსეთის ბირთვული დარყტყმისთვის მზაობის ნიშნებს ვერ ხედავს

არ არსებობს მონაცემები, რომლებიც რუსეთის ბირთვული არსენალის ნაწილში უჩვეულო აქტივობაზე მიუთითებდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს. 

"ჩვენ ვერ ვხედავთ საეჭვო ინდიკატორებს ან აქტივობებს. რუსეთის სტრატეგიული ძალების საქმიანობა ჩვეულებრივ რეჟიმს არ სცდება",- ამბობს საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში ერთ-ერთი წყარო. 

უკრაინის მხრიდან განხორციელებული წარმატებული იერიშების ფონზე რუსეთში ბირთვული ესკალაციის რიტორიკა გაძლიერდა - მათ შორის ბირთვული იარაღია შესაძლო გამოყენაბაზე რამდენიმეჯერ მიანიშნა ვლადიმირ პუტინმაც. 

ბოლოს მსგავსი შინაარსის განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის თაობაზე წარმოთქმული სიტყვის დროს გაავრცელა. 

ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს სამხედრო მობილიზაციის შესახებ საუბრისას თქვა, რომ რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში ქვეყანა მზად არის მის განკარგულებაში არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს. 

"ეს არ არის ბლეფი",- დასძინა პუტინმა. 

მსგავსი სიახლეები