Reuters: ეუთოს უკრაინიდან პერსონალი სრულად გაჰყავს
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) უკრაინაში მისი პერსონალის სრული ევაკუაცია გადაწყვიტა.
ორგანიზაციის თანამშრომლების გაყვანა დაუყოვნებლივ დაიწყება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ეუთოს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებას მოჰყვა.