Reuters: ინაუგურაციის შემდეგ პუტინის უცხოური ვიზიტით პუტინი ჩინეთს ეწვევა
მორიგი საპრეზიდენტო ვადაზე ინაუგურაციის შემდეგ, ვლადიმირ პუტინის პირველი უცხოური ვიზიტი ჩინეთში გაიმართება.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.
წყაროების ცნობით, პუტინის ვიზიტი ჩინეთში მაისის მეორე ნახევარში, სი ძინფინგის ევროპული ტურნეს დაწყებამდე გაიმართება, ხოლო ინაუგურაციის ცერემონია 7 მაისს უნდა შედგეს.
ჩინეთი ერთ-ერთია იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც ვლადიმირ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ოფიციალურად მიულოცეს.
კონტექსტი
დასავლეთთან მზარდი დაპირისპირების ფონზე, ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობებმა მჭიდრო ხასიათი მიიღო, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
არჩევნებში 'გამარჯვების' შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში პუტინმა განაცხადა, რომ ჩინეთს და რუსეთს მსგავსი გლობალური ხედვები აქვთ და მომდევნო წლებში ქვეყნებს შორის კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.
საყურადღებოა, რომ კომპარტიის ცენტრალური კავშირის თავმჯდომარის პოსტზე მესამე ვადით არჩევის შემდეგ, სი ძინფინგის პირველი უცხოური ვიზიტი რუსეთში გაიმართა.
ჯამურად სი და პუტინი ერთმანეთს 40-ჯერ შეხვდნენ. ლიდერების ბოლო შეხვედრა გასული წლის შემოდგომაზე შედგა, როდესაც პუტინის ერთი გზა ერთი სარტყელის ინიციატივის შესახებ მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.
2023 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში რუსეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის ჯამურმა მოცულობამ 218 მილიარდი დოლარი შეადგინა.