რეზნიკოვი: დღეს უკრაინას მილიონზე მეტი ადამიანი იცავს

დღეს უკრაინას მილიონზე მეტი ადამიანი იცავს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა, წერს "Укринформ".

მისი თქმით, დღეს მობილიზებულია 700 000-მდე სამხედრო, 90 000-მდე ეროვნული გვარდიის ჯარისკაცი, 60 000-მდე მესაზღვრე და 100 000-მდე ეროვნული პოლიციის თანამშრომელი.

მინისტრის თქმით, უკრაინაში უახლოეს მომავალში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში ერთობლივი საწარმოების შექმნა აქტუალური იქნება, რადგან დაახლოებით 1 მილიონი ადამიანის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სერიოზული სამრეწველო სიმძლავრეები და ინვესტიციები იქნება საჭირო თავდაცვის მიმართულებით.  

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობა 24 თებერვალს დილით გამოაცხადა, რომელიც 2022 წლის 23 აგვისტომდე გაგრძელდა.

მსგავსი სიახლეები