რეზნიკოვი: მე ინფორმირებული ოპტიმისტი ვარ

წლის ბოლომდე ფრონტიდან "სასიხარულო ამბავი" უნდა მოვიდეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა "სამხედრო ტელევიზიასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"მე ვარ ინფორმირებული ოპტიმისტი ან კარგად ინფორმირებული. ამიტომ, მაქვს გარკვეული იმედი, რომ წელს იქნება კარგი, სასიამოვნო სიახლე მთელი უკრაინული საზოგადოებისთვის და მსოფლიოსთვის. მნიშვნელოვანია, ხალხმა ნახოს გამარჯვება", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მან არ იწინასწარმეტყველა ომის დასრულების თარიღი, მაგრამ აღნიშნა, რომ უკრაინის პარტნიორები მზად არიან გააგრძელონ ქვეყნის მხარდაჭერა.

"მიჭირს თქმა: წლების განმავლობაში, ერთი წლის განმავლობაში, ერთი თვის განმავლობაში [ომის ხანგრძლივობა], რადგან ეს მაინც მხოლოდ ჩემი ვარაუდები იქნება. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე. საკითხავია როდის და რა ფასად. გვაქვს ნება, სურვილი, მზაობა და თავდაცვის უნარი, გვჭირდება სხვა ტიპის რესურსები - იარაღი, საბრძოლო მასალა, თანხები სახელმწიფოს დასაფინანსებლად და მრავალი სხვა. დღეს ჩვენ გვაქვს შანსი, უფრო სწრაფად და იაფად მოვიგოთ უკრაინული დანაკარგების თვალსაზრისით, პარტნიორული ალიანსის წყალობით", - დაასკვნა რეზნიკოვმა.

მსგავსი სიახლეები