რეზნიკოვი: რუსეთის მიზანი არ არის უკრაინა, მათ მსოფლიოს დაშინება სურთ

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა უკრაინულ RBC-სთან ინტერვიუში უკრაინის ირგვლივ მიმდინარე კრიზისზე ისაუბრა. 

რეზნიკოვის თქმით, ის ოჯახთან ერთად კიევში რჩება და არავითარ შემთხვევაში არ განიხილავს ქვეყნიდან სადმე წასვლას.

მინისტრმა ისაუბრა დასავლეთის მომეტებულ სიფრთხილეზე და განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმის მოლოდინში ქვეყანა სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა. მათ შორის რეზნიკოვმა ხაზი გაუსვა პერიოდულ პანიკას მოსახლეობაში და ამით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებს.

"რუსეთის მიზანი არ არის უკრაინა, მათი მიზანია დააშინონ მსოფლიო, დაარღვიონ ნატოს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთობა. მათი მიზანია დასავლეთმა რუსეთი დომინანტ გეოპოლიტიკურ ძალად აღიაროს." - განაცხადა რეზნიკოვმა. 

_______________________________________________

დონბასში ბოევიკების მასირებული არტილერიული შეტევები გრძელდება. ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებენ დარჩნენ სახლში და გამოიჩინონ სიფრთხილე. 

ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ შასტიეს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

"ქალაქ შასტიესთან ახლოს დილით განხორციელდა არტილერიული დაბომბვა. დაბომბვის არეალში მოხვდა სოფელი ძველი აიდარი და ლობაჩევო. დაბომბვების განმეორების რისკი მაღალია." - წერია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ქალაქ შასტიეს შემოგარანის დაბომბვამდე ცოტა ხნით ადრე რუსმა ბოევიკებმა დაბომბეს ლუჰანსკის ერთ-ერთი სადგური. დაბომბვის შედეგად ჭურვი მოხვდა საბავშვო ბაღის შენობასაც. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა ბოევიკებმა რამდენიმეჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

მსგავსი სიახლეები