რობერტ ფიცოს ახლო მოკავშირე საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის
სლოვაკეთის პარლამენტის სპიკერმა, პიტერ პელეგრინიმ, რომელიც პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ახლო მოკავშირეა, განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის.
სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 მარტს გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ ვერცერთი კანდიდატი მოახერხებს ხმების ნახევარზე მეტის მიღებას, 6 აპრილს მეორე ტური დაინიშნება.
სახელმწიფოს მეთაურის კანდიდატებს შორის არიან ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, იან კუბიში, სლოვაკეთის ეროვნული პარტიის ხელმძღვანელი ანდრეი დანკო და ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, მარიან კოტლება. აღსანიშნავია, რომ მოქმედი პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა კენჭისყრაში მონაწილეობი მიღებას არ აპირებს.
სხვადასხვა დროს პიტერ პელეგრინი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (2014 წელი), სლოვაკეთის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის (2014-2016 წლებში), პრემიერ-მინისტრის მოადგილის (2016-2018 წლებში), პრემიერ-მინისტრის (2018-2020 წლებში) და ჯანდაცვის მინისტრის (2019-2020 წლებში) თანამდებობას იკავებდა. ამჟამად, ის პოლიტიკურ პარტია - „ჰლასს“ ხელმძღვანელობს, რომლიც რობერტ ფიცოს კოალიციური მთავრობის წევრია.
კონტექსტი
30 სექტემბერს სლოვაკეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ხმების უმრავლესობა - 23% რობერტ ფიცოს პოლიტიკურმა პარტია „სმერმა“ მოიპოვა.
კოალიციური მთავრობა „სმერის“, „ჰლასის“ და „ნაციონალისტური პარტიის“ მიერ ჩამოყალიბდა, რომელთაც ჯამში 79 მანდატი აქვთ.
რობერტ ფიცომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მეოთხედ მოახერხა. მის პოლიტიკურ გაერთიანება - „სმერს“, რომელმაც ხელისუფლების სათავეში მოსვლა პირველად 2006 წელს შეძლო, წლებია აკრიტიკებენ კანონის უზენაესობის აღმოფხვრაში, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ზეწოლაში, მედია და სასამართლო დამოუკიდებლობის აღმოფხვრაში, პოლიტიკური ოპონენტების დევნაში, კორუფციის აყვავებაში და ა.შ.