RT DE Productions-მა გერმანიაში ჟურნალისტური საქმიანობა დაასრულა
RT DE Productions-მა, რომელიც RT DE-ს ვებსაიტს და ტელევიზიას საინფორმაციო შინაარსს აწვდიდა, გერმანიაში ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ეს ინფორმაცია 3 თებერვალს არხის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანიაში დაფუძნებული კომპანია განიცდის "უზარმაზარ ზეწოლას მთავრობის, მედიის, კორპორაციებისა და სხვათა მხრიდან."
გერმანულენოვანი სატელევიზიო არხი RT DE 2021 წლის 16 დეკემბრიდან თანამგზავრისა და ინტერნეტის საშუალებით მაუწყებლობდა. RT DE-ს ვებსაიტზე მითითებულია, რომ გერმანიაში 24-საათიანი მაუწყებლობა დაიწყო სერბეთში გაცემული საკაბელო და თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიით. გაშვებიდან ერთი კვირის შემდეგ, 22 დეკემბერს, ბერლინისა და ბრანდენბურგის ფედერალური მიწების მოთხოვნით გერმანული მედიის მარეგულირებლისადმი, ევროპული თანამგზავრის ოპერატორმა არხი მაუწყებლობიდან ამოიღო.
მოგვიანებით, 2022 წლის 2 თებერვალს, სალიცენზიო და ზედამხედველობის კომისიამ - რადიო და სატელევიზიო პროგრამების სახელმწიფო მარეგულირებელმა ორგანომ - RT DE-ს მაუწყებლობა გერმანიაში აკრძალა.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის იყო, რომ ტელეარხს არ აქვს მაუწყებლობის ლიცენზია ქვეყანაში, რაც საჭიროა მოქმედი "გერმანიის მედიის რეგულირების მოდერნიზაციის სახელმწიფო კანონის" მიხედვით.