რუსებმა დნიპრო დაბომბეს: დაიღუპა 4 ადამიანი, დაიჭრა - 27

სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა 3 ივლისს გამთენიისას, ქალაქ დნიპროზე რუსეთის იერიშის შედეგად.

ამის შესახებ ქალაქის მერი ბორის ფილატოვი და დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი წერენ.

ლისაკის თქმით, დაშავებულებს შორის არის 14 წლის გოგონა. რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, ასევე არის ნგრევა და ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

12:00 საათზე ფილატოვმა განაცხადა, რომ უკვე ცნობილია 4 დაღუპულისა და 27 დაშავებულის შესახებ, მათ შორის ნამსხვრევებით დაშავებულია 14 წლის გოგონა.

"ორ სკოლაში ჩამტვრეულია მინები, დაზიანებულია სამი საბავშვო ბაღიც. ინტენსიური თერაპიის განყოფილების ბავშვთა საავადმყოფოს ფაინჯრები დაიმსხვრა, ამბულატორია ფაქტობრივად განადგურდა. ასევე, სხვა საავადმყოფოში, არქივის შენობას ცეცხლი გაუჩნდა." - განაცხადა ფილატოვმა.

მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია ოკუპანტების მიერ სარაკეტო და საავიაციო თავდასხმის შესახებ. მედია წერდა, რომ დნიპროში აფეთქებების ხმა გაისმა და სავაჭრო ცენტრი დაზიანდა.

მსგავსი სიახლეები