რუსებმა ვინიცას აეროპორტი დაბომბეს
რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ვინიცას აეროპორტზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 მარტს განაცხადა.
"ახლა შემატყობინეს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ვინიცაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. რვა რაკეტა ჩვენი მშვიდობიანი, კეთილი ვინიცას წინააღმდეგ, რომელიც არასოდეს ემუქრებოდა რუსეთის ფედერაციას. აეროპორტი მთლიანად განადგურდა", - აღნიშნა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, ვინიცის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ბორზოვმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა გავრიშოვკაში (ვინიცას აეროპორტის ტერიტორიის მიმდებარე დასახლება) სამხედრო ნაწილს ცეცხლი გაუხსნეს.