რუსებს ხერსონელი სკოლის მოსწავლეები ყირიმში "დასასვენებლად" გადაჰყავთ
ხერსონის საოკუპაციო რეჟიმმა დღეიდან, 6 ოქტომბრიდან, ოკუპირებული ოლქის სკოლებში 21 ოქტომბრამდე არდადეგები გამოაცხადა.
საოკუპაციო ადმინისტრაციის თანახმად, ამის მიზეზი "ყველას უსაფრთხოების" უზრუნველყოფაა.
გარდა ამისა, ხერსონის საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხერსონელ სკოლის მოსწავლეებს ყირიმში გადაიყვანენ:
"არდადეგებისას ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ სარეკრეაციო პროგრამებში, რუსეთის ფედერაციის ყირიმის რესპუბლიკაში.
მათ ელოდებათ საგანმანათლებლო ღონისძიებები, აღმაფრთოვანებელი მოგზაურობა და შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან", - ვკითხულობთ ოკუპანტების განცხადებაში.
ხერსონის ოლქი მარტის შემდეგ ოკუპირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი მოსახლეობის 45%-მა დატოვა, დარჩენილი მოსახლეობა გასული თვეების განმავლობაში მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები და პარტიზანული თავდასხმები.
30 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა სხვა ოკუპირებულ უკრაინულ რეგიონებთან ერთად ხერსონის ოლქის ანექსიაც გამოაცხადა.
მიმდინარე დღეებში კი უკრაინულ ძალებს ხერსონის ფრონტზე მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ - უკრაინელები დასახლებულ პუნქტებს ათავისუფლებენ და ჩრდილოეთიდან ქალაქ ხერსონს უახლოვდებიან.