რუსეთმა ჩეხეთი და აშშ "არამეგობრულ ქვეყნებად" გამოაცხადა

რუსეთის ხელისუფლებამ პარასკევს “არამეგობრული ქვეყნების” სია გამოაქვეყნა, რომელბმაც რუსეთის და მისი მოქალაქეების მიმართ “არამეგობრული ქმედებები” ჩაიდინეს.

სიაში ამ ეტაპზე მხოლოდ ორი ქვეყანაა - ამერიკა და ჩეხეთი.

ამიერიდან აშშ-ს ეკრძალება საკუთარ საელჩოში რუსეთის მოქალაქეების დასაქმება, ხოლო ჩეხეთს მათი რაოდენობა 19-მდე შეეზღუდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა რუსეთის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და “ესკალაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი” უწოდა, რომელიც “აკნინებს დიპლომატიურ ურთიერთობებს.”

ჩეხეთის პრემიერ მინისტრმა ანდრეი ბაბისმა მიშელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ლიდერების შემდეგ სამიტზე ევროპული ქვეყნები “აჩვენებენ, რომ ევროკავშირი ერთიანი და ძლიერია.”

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება:

“ჩვენ მივიჩნევთ, რომ რუსეთის მოქმედების ეს კურსი არის კიდევ ერთი ნაბიჯი ესკალაციისკენ არამხოლოდ ჩეხეთის, არამედ ევროკავშირის და მისი მოკავშირეების მიმართ.”

__________________________________

მოსკოვის გადაწყვეტილება ოფიციალური პრაღის მიერ 2014 წელს საბრძოლო მასალის საწყობის აფეთქებაში კრემლის დადანაშაულებას მოჰყვა.

რუსეთის მთავრობის სპიკერმა სააგენტო TASS-ს განუცხადა, რომ მოსკოვი ინარჩუნებს მზაობას დიალოგისთვის.



წყარო:

politico.eu

 

მსგავსი სიახლეები