20 წლის განმავლობაში პირველად, ჩეხეთმა თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2%-მდე გაზარდა
ჩეხეთის მთავრობამ ოფიციალურად შეასრულა დაპირება, რომ მშპ-ს 2%-ს თავდაცვაზე დახარჯავს, რაც ნატოს მინიმალური სტანდარტია.
ნატოს 32 წევრიდან, სულ მცირე, 24-მა სახელმწიფომ მიაღწია 2%-იან დანახარჯებს, მაშინ როცა 2021 წელს მხოლოდ ექვსი ასეთი ქვეყანა იყო.
2024 წელს, ჩეხეთმა გამოყო 166.8 მილიარდი ჩეხური კრონა (დაახლოებით 6.6 მილიარდი ევრო) თავდაცვის ხარჯებისთვის, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2.09%-ის ეკვივალენტია ნოემბერში გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური პროგნოზის საფუძველზე.
"პირველად 20 წლის განმავლობაში, ჩეხეთი შეასრულებს თავის ვალდებულებას დახარჯოს მშპ-ს მინიმუმ 2 პროცენტი თავდაცვაზე." - დაწერა თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ სოციალურ ქსელ X-ზე.
ჩერნოხოვამ ასევე თავდაცვის დაფინანსების ახალ სამართლებრივ გარანტიებზე ისაუბრა.
"ამავდროულად, ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის დაფინანსების ახალ კანონში, ჩვენ დავაფიქსირეთ თავდაცვის ხარჯები 2023 წელს მშპ-ს მინიმალურ დონეზე - 2%. ჩვენ ვაძლევთ თავდცვას იმას, რაც მას დიდი ხნის წინ უნდა ჰქონოდა." - თქვა მან.
თავდაცვის მინისტრი ასევე ამტკიცებს, რომ თავდაცვის ბიუჯეტი "მომავალშიც" უნდა გაიზარდოს და მშპ-ს 2% უნდა განიხილებოდეს, როგორც "საფუძველი და არა ჭერი."
ნატოს ხარჯების საბოლოო მიმოხილვა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გამოაქვეყნებს, როდესაც ალიანსი შეაფასებს მეთოდოლოგიასაც და მშპ-ს ოფიციალურ მაჩვენებლებსაც.
თუმცა, ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა ზბინეკ სტანიურამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ნდობა ქვეყნის შესაძლებლობებში, დააკმაყოფილოს ნატოს კრიტერიუმები.