ჩეხეთის პრემიერი: ტრამპთან საუბარმა ორი თვალსაზრისით გამაოცა

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე და უკრაინაში ომზე ესაუბრა.

დეტალებზე მან ჟურნალისტებთან ბაქოში, COP29-ის კლიმატის სამიტის ფარგლებში ისაუბრა.

ფიალას თქმით, ტრამპთან საუბარმა "ორი თვალსაზრისით გამაოცა."

"იყო მართლაც ღია დისკუსია, მკითხა ჩემი შეხედულებები უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის შესახებ, ასევე გაოცებული ვიყავი საუბრის გულწრფელობით და კეთილგანწყობით." - აღნიშნა ჩეხეთის პრემიერმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ტრამპს ახსოვდა მისი პირადი კავშირები ჩეხეთთან და პოზიტიურად ისაუბრა ქვეყანასთან ურთიერთობაზე.

კითხვაზე, გაამხილა თუ არა ტრამპმა, რომელიც უკრაინასთან რუსეთის ომის ინაუგურაციამდე დასრულების პირობას დებდა, გაამხილა თუ არა თავისი გეგმის რაიმე დეტალი, ფიალამ უარი თქვა კონკრეტიკაზე.

"რა თქმა უნდა, უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან გამკლავება, ამ სიტუაციის გამკლავება ადვილი არ იქნება, ვფიქრობ, ეს ყველამ ვიცით," - განაცხადა ფიალამ.

დონალდ ტრამპს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს, უკვე ჰქონდა სატელეფონო საუბარი მსოფლიოს რამდენიმე ლიდერთან.

გასულ კვირას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ხელახლა არჩევის შემდეგ მას "მშვენიერი" პირველი სატელეფონო საუბარი ჰქონდა ტრამპთან.

მსგავსი სიახლეები