რუსეთი აზოვის პოლკის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას გეგმავს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრო აზოვის პოლკის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას აპირებს. შესაბამის საკითხზე სხდომა 26 მაისს გაიმართება.
მანამდე ცოტა ხნით ადრე დუმის სპიკერმა დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლითაც აიკრძალება ტყვედ აყვანილი აზოვის მებრძოლების გაცვლა სხვა სამხედრო ტყვეებში.
ვოლოდინის თქმით, აზოვის მებრძოლები ნაცისტები და სამხედრო დამნაშავეები არიან ამიტომაც, მათთან რუსეთს სპეციფიკური მიდგომა ექნება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აზოველები სასამართლოს წინაშე წარდგნენ.
გუშინ, 16 მაისს ქალაქ მარიუპოლში აზოვსტალის ტერიტორიიდან დაჭრილი უკრაინელი მებრძოლების ევაკუაცია დაიწყო. დაჭრილების ევაკუაციის შემდეგ, ადგილზე გამაგრებულმა უკრაინის შეიარაღებული ძალების და აზოვის პოლკის მებრძოლების ნაწილმა ტყვედ ჩაბარება გადაწყვიტა, რაც ქვეყნის მთავარსარდლობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა.
აზოვსტალი მარიუპოლში უკრაინელი მებრძოლების მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი ტერიტორია იყო.