რუსეთი ფინეთსთვის გაზის მიწოდებას 21 მაისს შეწყვეტს
რუსულმა სახელმწიფო კომპანია "გაზპრომმა" ფინურ კომპანია Gasum-ს 21 მაისს 07:00 საათიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აცნობა. ამის შესახებ Gasum იტყობინება.
კომპანიაში აღნიშნეს, რომ ხვალიდან და მომავალი ზაფხულის სეზონზე Gasum აბონენტებს ბუნებრივ აირს სხვა წყაროებიდან, Balticconnector მილსადენით მიაწოდებს. გაზის სადისტრიბუციო ზონაში გაზგასამართი სადგურები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი მიწოდების კონტრაქტით ბუნებრივი აირის მიწოდება ახლა შეწყდება, თუმცა ჩვენ ამ სიტუაციისთვის ზედმიწევნით მოვემზადეთ და იმ პირობით, რომ არ იქნებოდა შეფერხებები გაზის მიწოდების ქსელში, ჩვენ შევძლებთ ყველას მივაწოდოთ გაზი." - განაცხადა Gasum-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიკა ვილიანენმა.
17 მაისს Gasum-მა განაცხადა, რომ უარს იტყოდა რუსეთის მოთხოვნით გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე და ამის არბიტრაჟში გასაჩივრებას გეგმავდა.
Reuters-ის ცნობით, ფინეთს გაზის უმეტესი ნაწილი რუსეთიდან შემოაქვს, მაგრამ გაზი წლიური ენერგიის მოხმარების მხოლოდ 5%-ს შეადგენს.