რუსეთი ირანს შეიარაღების სანაცვლოდ "უპრეცედენტო" სამხედრო დახმარებას უწევს - NBC

რუსეთი, უკრაინაში ომისთვის შეიარაღების მიწოდების სანაცვლოდ, ირანს უპრეცედენტო სამხედრო და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს. ამის შესახებ NBC-ის მასალაში ვკითხულობთ, რომელიც 9 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ტელევიზიას განუცხადეს, რომ რუსეთს შეუძლია ირანს მიაწოდოს თანამედროვე სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ვერტმფრენები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე შეიარაღების კომპონენტები. მათი თქმით, გაზაფხულზე ირანელმა პილოტებმა რუსეთში გაიარეს წვრთნა რუსული გამანადგურებლის, Su-35-ის მართვაზე. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ რუსეთის ფედერაცია მომავალ წელს ამ თვითმფრინავებს ირანს მიაწოდებს.

NBC წერს, რომ რუსეთი მოუთმენლად ელის ირანთან თანამშრომლობას იარაღის შემუშავებაზე, მათ შორის, შესაძლოა, ერთობლივი რუსულ-ირანული თვითმფრინავების წარმოების ხაზის შექმნა.

წყარომ განაცხადა, რომ ასეთი პარტნიორობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ირანის მეზობლებსაც.

როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გარდაიქმნება "სრულფასოვან პარტნიორობად თავდაცვის სფეროში".

მსგავსი სიახლეები