რუსეთი ირანს Su-35-ების ესკადრილიას გადასცემს - i24news

სავარაიდოდ, უახლოეს მოამვალში, რუსეთი გამანადგურებელი თვითმფრინავებს, ირანს გადასცემს. ეს ინფორმაცია, ისრაელის ტელევიზია i24news -მა, დასავლური დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა..

საუბარია, დაახლოებით 24 ერთეულ Su-35-ზე, რომლის გადაცემაც, თავდაპირველად  ეგვიპტესთვის იყო გამიზნული, თუმცა, შეთანხმების ჩაშლის შემდეგ, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ გამანადგურებლები ირანმა მიიღოს. 

დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, ირანელი პილოტები, უკვე სწავლობენ ამ მოდელის გამოყენებას. 

გარდა ამისა, თეირანი მოსკოვიდან საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს.

საპასუხოდ, კრემლი ირანისგან 300 კამიკაძე დრონს - Shahed-136-ს მიიღებს. რუსეთს ამ დროისთვის,  1700 ირანული უპილოტო საფრენი აპარატის აქვს შეძენილი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, სადაზვერვო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ  ირანული წარმოების 1700 უპილოტო საფრენი აპარატიდან, რუსეთმა, უკრაინის ტერიტორიაზე, 540 უკვე გამოიყენა.

თავის მხრივ, მოსკოვი უარყოფს, რომ უკრაინაში ირანული დრონები გამოიყენა, ხოლო თეირანში აცხადებენ, რომ მათ რუსეთს მართლაც გადასცეს უპილოტო საფრენი აპარატები, უბრალოდ ომის დაწყებამდე და ისიც, მცირე რაოდენობით. დამკვირვებლების აზრით, ეს ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც რუსეთი და ირანი, ომის მიმდინარეობის პერიოდში, ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. 

მსგავსი სიახლეები