რუსეთი ხარკი-სუმის რაიონში კონცენტრაციას ზრდის და საზაფხული კამპანიას ამზადებს

საოკუპაციო არმია ზრდის კონცენტრაციას სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთში, საუბარია ხარკივისა და სუმის ოლქებზე - ავტორიტეტული სამხედრო ექსპერტების შეფასებით, რუსეთის გენშტაბი საზაფხულო კამპანიის დასაწყებად ემზადება.
State Of Play: რუსეთის არმიის მოქმედებებზე ყურადღებას ამახვილვებს Sky News - წყაროს ცნობით, სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთში კონცენტრირებულია 50-ათასიანი სამხედრო დაჯგუფების ნარჩენები, რომლებიც მანამდე კურსკის ოლქში უკრაინული პლაცდარმის ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილეობდნენ.
- ხარკივის მახლობლად რუსული დანაყოფების გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობენ უკრაინულ არმიაშიც - "რუსეთის სარდლობა ცდილობს პირადი შემადგენლობა ფრონტის წინა ხაზზე წამოიწიოს"- ამბობს უკრაინული არმიის სპეციალური დანიშნულების 13-ე ბრიგადის, ქარტიის შტაბის უფროსმა, ანდრეი პომაჰაიიბუსმა.
Big Picture: იმავე Sky News-ის სამხედრო ანალიტიკოსის, მაიკლ კლარკის შეფასებით გადაადგილებები მეტყველებს, რომ მასშტაბურ იერიშს ამზადებს - ექსპერტის შეფასებით საზღვართან გადაისროლეს რუსეთის საჰაერო-სადასანტო ძალების (VDV) "ელიტური" დანაყოფებიც, რომლებიც მანამდე კურსკის ოლქში მოქმედებდნენ.
- კლარკის შეფასებით VDV-ს დანაყოფების გადაადგილება შესაძლოა კრიტიკული ინდიკატორი იყოს - თუ ამ ნაწილებს პოკროვსკის მიმართულებით გადაისვრიან, ექსპერტის აზრით, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში ახალი, მასშტაბური იერიშის ალბათობა შემცირდება.
- გერმანულ ტაბლოიდ Bild-თან საუბარში სამხედრო ექსპერტი, ნიკო ლანგე აღნიშნავს, რომ სუმის, ხარკივისა და დნეპროპეტროვსკის ოლქში წინსვლაზე კაპიტალიზებას რუსეთი მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში შეეცდება.
Сontext: საოკუპაციო არმიის საზაფხულო კამპანიის მასშტაბური, მექანიზებული კოლონებით დაწყებას "ნაკლებად სავარაუდოდ" მიიჩნევს ბრიტანეთის გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) მკვლევარი, ჯეკ უოტლინგი.
- მკლევარის შეფასებით, რუსეთის კამპანიის პერიოდში რუსეთი შეეცდება ეტაპობრივად გაზარდოს შეტევების ინტენსივობა და მასშტაბი მაქსიმალურად ბევრი მიმართულებით - "არის ნიშნები, რომ ეს პროცესი უკვე დაიწყო"- ამბობს უოტლინგი.
- მაიკლ კლარკის შეფასებით, რუსეთს ფრონტის გასარღვევად 4-თვიანი ფანჯარა აქვს, რის შემდეგაც მათ მხარეს არსებული უპირატესობა შემცირებას დაიწყებს და "რუსები პლატოზე გავლენ."
- ჯეკ უოტლინგის შეფასებით, რუსეთის არმიის განკარგულებაში არსებული საბჭოთა წარმოების ჯავშანტექნიკისა და საარტილერიო დანადგარების მარაგები უკვე შემოდგომაზე ამოიწუროს - "ამგვარად დანაკარგის ჩანაცვლების ტემპი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი შეიარაღების წარმოება შეუძლია რუსეთს ნულიდან.
- გასულ პარასკევს გამართულ მთავრობის სხდომაზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმია უკვე მუშაობს საზღვრისპირა რაიონებში ბუფერული ზონის შექმნაზე.
Go Deeper: Bloomberg: პუტინი დარწმუნებულია, რომ მალე სრულად დაიპყრობს უკრაინის 4 ოლქს